გარეტ საუთგეიტმა ინგლისში დეკლან რაისს დაუძახა
გარეტ საუთგეიტმა ინგლისში დეკლან რაისს დაუძახა

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ჩეხეთისა და ბოსნიის ნაკრებებთან წინააღმდეგ სათამაშოდ მოამზადებს. ინგლისელთა რიგებში დებიუტანტია „ვესტ ჰემის“ ახალგაზრდა საყრდენი დეკლან რაისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, უარი თქვა ირლანდიის ნაკრების სახელით თამაშზე.

ინგლისის ნაკრების სრული შემადგენლობა –

მეკარეები – ჯეკ ბატლენდი (სტოკ სიტი), ტომ ჰეტონი (ბარნლი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ლესტერი), მაიკლ კინი (ევერტონი), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), დენი როუზი (ტოტენჰემი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი), კირან ტრიპიერი (ტოტენჰემი), კაილი უოლკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – დელე ალი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ჩელსი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი);

ფორვარდები – ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, გერმანია), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), ქელამ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი).

დატოვე კომენტარი