გარეთ საუთგეიტი - პრემიერლიგაში გადასვლა ჯეიდონ სანჩოს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს
გარეთ საუთგეიტი - პრემიერლიგაში გადასვლა ჯეიდონ სანჩოს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი აცხადებს, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელ ფორვარდ ჯეიდონ სანჩოსთვის პრემიერლიგაში გადასვლა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

„თუ ინგლისის ნაკრებში სანჩოს პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, მაშინ მის მიერ კარიერის გაგრძელების ნებისმიერი ვერსია პოზიტიური იქნება. დორტმუნდში მას კარგად უვლიან და ფეხბურთელი გამოცდილებას იღებს, ამიტომ ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, თუ ის გერმანიაში დარჩება. თუმცა, თუ ჯეიდონი ინგლისის პრემიერლიგაში გადმოვა, ეს მას ახალ შესაძლებლობებს მოუტანს“, – მოჰყავს საუთგეიტის სიტყვები „სკაი სპორტს“. – „ყველაზე მთავარი ის არის, რომ მას რეგულარულად ჰქონდეს თამაშის საშუალება. ბორუსიაში მან წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ სისტემატიურად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ამას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაც ემატება“.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს გადაბირებით რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“.

დატოვე კომენტარი