გარეტ ბეილმა მადრიდის „რეალში“ 22-ე ტრავმა მიიღო
გარეტ ბეილმა მადრიდის „რეალში“ 22-ე ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალისა“ და უელსის ნაკრების შემტევმა გარეტ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო. ბრიტანელი „ვილიარეალთან“ გამოტოვებულ (2:2) მატჩში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ბეილი პირველი ტაიმის შემდეგ, ისკომ შეცვალა.

ასე რომ, ეს არის უელსელის 22-ე ტრავმა მადრიდულ კლუბში თამაშისას, აქედან 13-ჯერ მან ვადაზე ადრე დატოვა მინდორი. ჯამში, ბეილს „რეალში“ 84 მატჩი აქვს გამოტოვებული.

ამ მომენტისთვის, უელსელის ტრავმის ხარისხსა და გამოჯანმრთელების ვადებზე არაფერია ცნობილი.