გარეტ ბეილი „რეალში“ გატარებულ პერიოდს არ ნანობს
გარეტ ბეილი „რეალში“ გატარებულ პერიოდს არ ნანობს

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა „რეალში“ გატარებულ პერიოდზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „სამეფო კლუბში“ უელსელ ფეხბურთელს ხშირად არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება და ძირითად განაცხადში იშვიათად ხვდებოდა.

„არ ვნანობ დროს, რომელიც „რეალში“ გავატარე, – ციტირებს ბეილის სიტყვებს Sky Sports. – მე უბრალოდ ვცდილობ, ფეხბურთი ვითამაშო. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო. არ ვნანობ, რაც გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ ჩემზე.“

უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ, უცხო კულტურასთან შეხებამ საშუალება მომცა, რომ პიროვნულადაც გავზრდილიყავი და გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. ასეთ დროს სწავლობ, როგორ უნდა გაუმკლავდე სხვადასხვა სიტუაციას. მე არაერთხელ აღმოვჩნდი სიტუაციაში, როდესაც ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ ვისწავლე, როგორ უნდა გავუმკლავდე ასეთ ამბებს და ზედმეტად სერიოზულად არ აღვიქვა“.

31 წლის ბეილი „ტოტენჰემში“ „რეალიდან“ იჯარის წესით გადავიდა და ინგლისური კლუბის ღირსებას 2020/21 წლების ეზონში დაიცავს.