გარეტ ბეილი - "რეალი" უფრო ხარისხიანი და გუნდურია მბაპეს გარეშე #1TVSPORT
გარეტ ბეილი - "რეალი" უფრო ხარისხიანი და გუნდურია მბაპეს გარეშე #1TVSPORT

„ესპანიოლისა“ და „რეალის“ მატჩის (0:2) შემდეგ, რომელშიც ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, ყოფილმა უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა აზრი გამოთქვა მადრიდული კლუბის ბომბარდირ კილიან მბაპეზე:

„არ მინდა ამის აღიარება. არავის უნდა. მაგრამ სტატისტიკა არ ტყუის. „რეალი“ უფრო ხარისხიან და გუნდურ ფეხბურთს თამაშობს კილიან მბაპეს გარეშე. ჩვენ ეს უკვე ძალიან ბევჯერ ვნახეთ, მათ შორის, „ესპანიოლთან“. გუნდი უფრო თავისუფლად მოძრაობს, შეტევები უფრო ბუნებრივად ვითარდება, ამას მოჰყვება შედეგები.

დღევანდელი მომენტისთვის, არავინ სერიოზულად არ უწოდებს ამ სიტუაციას კამპანიას ფეხბურთელის წინააღმდეგ. ეს, უბრალოდ, საფეხბურთო რეალობაა, რომელიც სახეში გვიყურებს. რაღაც უნდა შეიცვალოს, და მალე“.