გარეტ ბეილი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარით წავიდეს
გარეტ ბეილი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარით წავიდეს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, იჯარით აიყვანოს „რეალის“ შემტევი გარეტ ბეილი. როგორც გაზეთი „თაიმსი“ წერს, მადრიდელები აქტიურად ეძებენ უელსელისთვის ახალ კლუბს. ბეილიც საბოლოო გადაწყვეტილების ძიებაშია, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც მას, ასევე „რეალს“.

იტყობინებიან, რომ ბეილი მზად არის „მანჩესტერში“ იჯარის პირობებით გადავიდეს, მაგრამ საკითხი მდგომარეობს კლუბებს შორის ხელფასის შეთანხმებაში. 31 წლის ფეხბურთელს მინიმუმ 15 მილიონის მიღება სურს.

ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა „იუნაიტედი“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას. გერმანული კლუბი არ აპირებს 108 მილიონზე ნაკლებ თანხად შეელიოს ინგლისელს, „მანჩესტერი“ კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მზად არ არის ასეთი თანხის გადასახდელად. ამიტომაც, ალტერნატიულ ვარიანტად ბეილის აყვანა რჩება.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ მზად არის ბეილი 20 მილიონ ევროდ გაუშვას, რათა ფეხბურთელის ხელფასზე ეკონომია გააკეთოს. უელსელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.