გარეტ ბეილი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
გარეტ ბეილი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„რეალის“ ფორვარდმა გარეტ ბეილმა ტრავმა მიიღო მადრიდული კლუბის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“.

წყაროს ცნობით, სამედიცინო გამოკვლევამ უელსელ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინა.

მსგავსი ტრავმების რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა – დაახლოებით ოთხი კვირაა. ასე რომ, ბეილს ემუქრება „რეალის“ ექვსი უახლოესი მატჩის გამოტოვება, მათ შორის, „ინტერისა“ და „შერიფის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.

ამ სეზონში 32 წლის ბეილმა „რეალის“ რიგებში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.