გარეტ ბეილი ჩინეთში სათამაშოდ მიდის
გარეტ ბეილი ჩინეთში სათამაშოდ მიდის

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი ახლოს არის ჩინურ „ჟიანსუ სუნინში“ გადასვლასთან, – ამტკიცებს ესპანური გაზეთი „მარკა“ (Marca). გამოცემის ცნობით, უელსელი უახლოეს პერიოდში გააფორმებს ჩინურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს.

ბეილს სეზონში 22 მილიონ ევროს დაუნიშნავენ. მხარეებს განსახილველი დარჩათ გარიგების ბოლო დეტალები.

2018-19 წლების სეზონში ბეილმა „რეალის“ შემადგენლობაში 42 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.