გარეჯმა“ თურქულ შეკრებაზე ყაზახური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
გარეჯმა“ თურქულ შეკრებაზე ყაზახური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯმა“ თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩში ყაზახური „ორდაბასი“ 3:1 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის დებიუტანტის მეტოქემ გასულ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა, მის ძირითად შემადგენლობაში საგარეჯოელთა წინააღმდეგ ქართველმა თავდამსხმელმა, ლუკა იმნაძემ ითამაშა.

შეხვედრა „გარეჯმა“ დამაჯერებლად ჩაატარა. პირველივე ტაიმში ბადრი გოგობერიშვილისა და ლევან პაპავას გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მართალია, ყაზახებმა ვიქტორ მუდრაკის დარტყმით შესვენებამდე სხვაობა მინიმუამდე შეამცირეს, მაგრამ მეორე ტაიმში გიორგი გაბაძემ საგარეჯოელების ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

„გარეჯი“ – „ორდაბასი“ 3:1

გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (6), 2:0 პაპავა (38), 2:1 ვ. მუდრაკი (45+4), 3:1 გაბაძე (89)

„გარეჯი“ (სასტარტო შემადგენლობა): კუტალაძე, მოსაშვილი, გალახვარიძე, ძებნიაური, ვეკუა, პაპავა, ეკონგოლო, გოგობერიშვილი, ბედოშვილი, კამლაძე, გაბაძე.

შეცლაზე შევიდნენ: გოგოლაშვილი, ბამბოკი, ქომეთიანი, თოლორდავა, ცეცხლაძე, ოლხოვი, ალექსიძე.

ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ამ მატჩამდე უზბეკურ „ოზგონთან“ შეხვედრა 2:2 დაასრულა (გიორგი გოგოლაშვილმა დუბლი მიითვალა).

შემდეგ შეხვედრას კი „გარეჯი“ 24 თებერვალს ტაშკენტის „ფახთაქორთან“ გამართავს.