„გარეჯმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი თამაში მოიგო #1TVSPORT

18:50, 16.02.2025

ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საგარეჯოს „გარეჯმა” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახურ „კასპიისთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.

შეკრების დაწყების შემდეგ საგარეჯოელებს ბოლნისის „სიონიდან“ 32 წლის გამოცდილი თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე შეუერთდა, ხოლო „რუსთავიდან“ – 23 წლის მათე ქომეთიანი.

მატჩის ბედი სწორედ ქომეთიანმა გადაწყვიტა – მან ყაზახებთან დუბლი შეასრულა და „გარეჯს“ გამარჯვება მოუტანა.

„გარეჯი“ – „კასპიი“ 2:1

გოლები: მათე ქომეთიანი (2)

„გარეჯი“: გურგენიძე, გალახვარიძე, სვიანაძე, ბამბუკი, მოსაშვილი, თოლორდავა, ძებნიაური, ოლხოვი, ეკონგოლო, ვეკუა, პაპავა.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, ბედოშვილი, გოგობერიშვილი, კამლაძე, გულისაშვილი, ქომეთიანი, გოგოლაშვილი, ალექსიძე, კასრელიშვილი.

მსგავსი