„გარეჯის“ თავდამსხმელის ფანტასტიკური შედეგი - ხარებაშვილმა 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირობის შანსი გაუჩნდა #1TVSPORT
„გარეჯის“ თავდამსხმელის ფანტასტიკური შედეგი - ხარებაშვილმა 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირობის შანსი გაუჩნდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურში საგარეჯოში „გარეჯის“ და საჩხერეს „ჩიხურას“ შეხვედრაში უნიკალური შედეგები დაფიქსირდა. მასპინძლებმა სეზონის ყველაზე დიდი სხვაობით მოგება დააფიქსირეს (8:0), ხოლო მასპინძელთა თავდამსხმელმა, გიორგი ხარებაშვილმა გასაოცარი შედეგიანობა აჩვენა.

„გარეჯის“ ფეხბურთელმა ექვსი გოლი (19, 45, 73, 81 -პენალტით, 84, 90) გაიტანა, რაც ბოლო წლების ყველაზე გამორჩეული შედეგია. ამით, გიორგი ხარებაშვილმა ანგარიშზე 20 გოლი დააგროვა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირებს დაეწია.

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით თამაზ მაქაცარია ლიდერობს, რომელმაც კონკურენტ ბოლნისის „სიონს“ გაუტანა. ტურში თავი ვერ გამოიჩინეს მისმა კონკურენტებმა, დათა სიჭინავამ („სიონი“) და შეიკნე სილამ (მარტვილის „მერანი“), რომელთა ანგარიშზეც 20-20 გოლია.

საუკეთესო ბომბარდირობის შანსი ბოლო, 36-ე ტურამდე ერთდროულად ოთხ მოთამაშეს აქვს, რაც ასევე ბოლო წლებისთვის უნიკალური ამბავია.

თამაზ მაქაცარია – „გაგრა“ 21

დათა სიჭინავა – „სიონი“ 20

შეიკნე სილა – „მერანი“ მრ 20

გიორგი ხარებაშვილი – „გარეჯი“ 20