„გარეჯი“ მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს #1TVSPORT
„გარეჯი“ მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „გარეჯი 1960“ ეროვნულ ლიგაში ვერ გადავიდა, გუნდში საკადრო ცვლილებები დაიწყო, რომელიც მწვრთნელსაც შეეხო და მოთამაშეებსაც.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ლაცაბიძეს, ვახტანგ კაპანაძეს და კოლუმბიელი ლეგიონერს, სტივენ ბერმუდესს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და საგარეჯოს გუნდის რიგები დატოვეს.

გიორგი ცეცხლაძეს საიჯარო ვადა დაუსრულდა და გორის „დილაში“ დაბრუნდა, ხოლო ფელიპე პაიმმა, დავით ლომთაძემ, ნიკოლოზ აფაქიძემ და გურამ ხარებავამ კი „გარეჯიდან“ წასვლა და კარიერას სხვა გუნდებში გაგრძელება გადაწყვიტეს.

საგარეჯოელებს ახალი მწვრთნელიც ეყოლებათ. „გარეჯთან“ ხელშეკრულების ვადა უკრაინელ მთავარ მწვრთნელს, დენის ხომუტოვსაც დაუსრულდა და სამშობლოში დაბრუნდა.