„გარდიანმა“ უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა #1TVSPORT
„გარდიანმა“ უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა #1TVSPORT

8 თებერვალს, პარიზში გამართულ კონგრესზე უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ 2027 წელს პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. ამ განცხადების შემდეგ ჩეფერინის სავარაუდო შემცვლელებზე„გარდიანმა“ სტატია გამოაქვეყნა და პრეზიდენტობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობაიაშვილიც დაასახელა.

„მას შემდეგ, რაც უეფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში საფეხბურთო წრეებში დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება.

ფიფა-ს აღმასკომის წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდაა, თუმცა დღეის მდგომარეობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უეფა-ს პრეზიდენტობას მოისურვებს და 2027 წელს საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.

შესაძლოა, კანდიდატთა შორის იყოს ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფა-ს აღმასკომის წევრად აირჩიეს. ის ალექსანდერ ჩეფერინის მოკავშირედ და მასთნ დაახლოებულ პირად მიიჩნევა“, – წერს „გარდიანი“.