„გარდიანი“ - ირანელი ანონიმური ოფიციალური პირი აცხადებს, რომ კონტაქტი დამყარდა იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენზე მყოფ ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ წევრთან
„გარდიანი“ - ირანელი ანონიმური ოფიციალური პირი აცხადებს, რომ კონტაქტი დამყარდა იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენზე მყოფ ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ წევრთან

ირანელი ანონიმური ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ვერტმფრენზე მყოფ ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ წევრთან კონტაქტი დაამყარეს, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანის“ ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრთან კონტაქტი უკვე არაერთხელ დაამყარეს.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.