გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი #1TVSPORT

21:35, 11.02.2022

84 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი.

მის სახელთანაა დაკავშირებული დინამოელთა პირველი დიდი ტრიუმფი – 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა, „დინამომ“ კი მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა.

1966 წელს ილია დათუნაშვილი გახდა სსრ კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი (20 გოლი).

თბილისის „დინამოში“ უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი.

1997 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

მსგავსი