გარდაიცვალა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი

19:45, 24.01.2021

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 21 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მისი ძალისხმევით ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიო ასპარეზზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს.

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

მსგავსი