გარდაიცვალა ქართველი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რობერტ შავლაყაძე

18:51, 04.03.2020

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, რომ გარდაიცვალა ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

გამოჩენილი სპორტსმენი 1933 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა.

შავლაყაძე იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) შეძლო და დაამარცხა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, შედეგით: 2,16სმ.

მისი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრი იყო.

რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.

მსგავსი