გარდაიცვალა მუჰამედ ალის მძლეველი ამერიკელი მოკრივე
გარდაიცვალა მუჰამედ ალის მძლეველი ამერიკელი მოკრივე

ცნობილი ამერიკელი მოკრივე ლეონ სპინკსი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ გამოცემა BoxingScene-მა დაწერა.

ბოლო წლებში სპინკსი კიბოს დაავადებას ებრძოდა. სწორედ ეს გახდა ამერიკელის გარდაცვალების მიზეზი.

სპინკსი კრივის მოყვარულებს მას შემდე დაამახსოვრდა, რაც 1978 წელს, პროფესიულ რინგზე თავის მერვე ბრძოლაში სენსაციურად დაამარცხა ლეგენდარული მოჰამედ ალი, რომელიც იმ მარცხის შემდეგ, კარიერის დასრულებას გემავდა. იმავე წელს რევანში გაიმართა და ალიმ გამარჯვება შეძლო.

სპინკსი კრივიდან 1995 წელს წავიდა. მის ანგარიშზე იყო 26 მოგება, 17 მარცხა და სამი ფრე.