„ვასკო და გამასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი ბრიტო 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte ფეხბურთელის ნათესავებზე დაყრდნობით.
ბრაზილიის ნაკრების რიგებში ბრიტომ 61 მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. იმ ტურნირზე მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ბრიტო ყველაზე მეტად ცნობილია „ვასკო და გამაში“ თამაშით (1955-1959, 1960-1969), ასევე ის იყო „ფლამენგოს“, „კრუზეიროს“, „ბოტაფოგოს“, „კორინთიანსის“, „ატლეტიკო პარანაენსესა“ და სხვა კლუბების წევრი.