გარდაიცვალა „ლივერპულის“ ჰიმნის შემსრულებელი
გარდაიცვალა „ლივერპულის“ ჰიმნის შემსრულებელი

ორშაბათს, 4 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და „ლივერპულის“ გულშემატკივარი ჯერი მარდსენი.

როგორც გაზეთი „დეილი მირორი“ წერს, მარდსენის სიკვდილის მიზეზი გულის ავადმყოფობა გახდა (2003 და 2016 წლებში მან გულზე ორი ოპერაცია გადაიტანა).

ჯერი ცნობილია იმით, რომ ჯგუფ Gerry & The Pacemakers-ის სოლისტი იყო, მაგრამ მუსიკოსს საყოველთაო პოპულარობა მოუტანა სიმღერამ You’ll never walk alone, რომელიც მოგვიანებით „ლივერპულის“ ჰიმნი გახდა. 1963 წელს, ამ კომპოზიციამ მარდსენის შესრულებით ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ ლეგენდარული სიმღერის შესრულება სხვებმაც სცადეს, მაგრამ სწორედ მარდსენი დარჩა ჰიმნის ერთადერთ ხმად.

„ჯერის ხმა თან გვახლდა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოების დროს. მისმა ჰიმნმა ერთად შეკრიბა ფეხბურთელები, თანამშრომლები და მთელი მსოფლიოს ფანები იმისთვის, რომ რაღაც განსაკუთრებული შეექმნათ. ჯერის სიტყვები სამუდამოდ ჩვენთან იცხოვრებს. შენ არასოდეს იქნები მარტო“, – წერია „ლივერპულის“ განცხადებაში.