გარდაიცვალა „ლიდსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

15:23, 30.04.2020

„ლიდს იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გარდაიცვალა ამ კლუბისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ტრევორ ჩერი.

„დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ ლეგენდარული ტრევორ ჩერი მოულოდნელად გარდაიცვალა 72 წლის ასაკში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩერიმ „ლიდსის“ შემადგენლობაში 1972-1982 წლებში ითამაშა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა (1975) და ინგლისის თასის (1973) ფინალებამდე მიაღწია.

მსგავსი