გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი, რომელსაც ჯოკოვიჩი „საჩოგბურთო მამას“ უწოდებდა #1TVSPORT
სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ყოფილი მწვრთნელი, ხორვატი ნიკოლა პილიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, – დაწერა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ხორვატიის ჩოგბურთის ასოციაციის ვებგვერდმა.
პილიჩი 1970 წელს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა წყვილთა თანრიგში, ასევე 1973 წელს ერთეულების ფინალში გავიდა როლან გაროსზე. კაპიტნის რანგში მან დევისის თასზე გამარჯვებამდე მიიყვანა გერმანიის, ხორვატიისა და სერბეთის ნაკრებები.
პილიჩი ავარჯიშებდა ჯოკოვიჩს 12-16 წლის ასაკში. სერბი ჩოგბურთელი მას „საჩოგბურთო მამას“ უწოდებდა. ის ასევე იყო გორან ივანიშევიჩის, მიხაელ შტიხის, ერნესტ გულბისისა და სხვა ცნობილი ჩოგბურთელების მწვრთნელი.