გარდაიცვალა „კოლხეთის“ ყოფილი პრეზიდენტი თემურ ბარქაია
გარდაიცვალა „კოლხეთის“ ყოფილი პრეზიდენტი თემურ ბარქაია

წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი და გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი, გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის გუნდის ლოკალური წინსვლა „კოლხეთისათვის“ ურთულეს პერიოდში. საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი-1913“ იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს“, – წერია „კოლხეთის“ განცხადებაში.

თემურ ბარქაია ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ფოთის „კოლხეთი-1913“-ს ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გაუწია და ყველაზე წარმატებული მმართველი იყო.

ის გუნდის დასახმარებლად სამჯერ მივიდა (2006-2009, 2010, 2013-2018) და სამივეჯერ დაბალ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა.

თემურ ბარქაიამ „კოლხეთი-1913“ 2018 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და „კოლხეთის“ უკუსვლაც იმ დროიდან დაიწყო – ახლა ფოთის გუნდი მესამე ლიგაშია.