გარდაიცვალა ფეხბურთელი ილია კერძევაძე #1TVSPORT
გარდაიცვალა ფეხბურთელი ილია კერძევაძე #1TVSPORT

საფეხბურთო სამყაროს ნიჭიერი ახალგაზრდა გამოაკლდა. 27 წლის ასაკში ნიჭიერი მოთამაშე ილია კერძევაძე დაიღუპა. „ბაჯბაჯა“ (ზედმეტსახელი) თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. საქართველოს 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებების კაპიტანმა 21-წლამდე ეროვნულ გუნდშიც ითამაშა.

ადრეულ ასაკში უცხოური კლუბების ინტერესი დაიმსახურა და ტურინის „იუვენტუსში“ გასინჯვებზე იმყოფებოდა. იტალიური კლუბის 19-წლამდელთა გუნდში სამი გოლი გაიტანა. 2015 წელს უკვე სლოვაკეთში, „ზლატე მორავცეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ არც იტალიაში დარჩა და არც – სლოვაკეთში.

საქართველოში უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „ზესტაფონი 2“-ში, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში“, „შევარდენში“.