გარდაიცვალა ბილი მაკნილი – პირველი ბრიტანელი, რომელმაც ჩემპიონთა თასი აღმართა

12:22, 23.04.2019

გლაზგოს სელტიკის ლეგენდარული კაპიტანი ბილი მაკნილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაკნილის კაპიტნობით სელტიკმა 1967 წელს ჩემპიონთა თასის (დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი ტურნირი) ფინალში მილანის ინტერი 2-1 დაამარცხა და პირველი ბრიტანული კლუბი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ტურნირი მოიგო.

მოგვიანებით, ლეგენდარული შოტლანდიელი სელტიკის მთავარი მწვრთნელი გახდა. გარდა ამისა, ის წვრთნიდა მანჩესტერ სიტისა და ასტონ ვილას.

2010 წელს მაკნილს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და სიცოცხლის ბოლო წლებში მას მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული.

მსგავსი