გარდაიცვალა „ატლეტიკოს“, „რეალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი
გარდაიცვალა „ატლეტიკოს“, „რეალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი

ცნობილი სერბი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი, რომელიც ცნობილია წამყვან ესპანურ კლუბებში მუშაობით, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანტიჩის სიკვდილის შესახებ მადრიდის „ატლეტიკოს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა. ამ გუნდს ანტიჩმა 1995-1996 წლების სეზონზე ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. იმ სეზონზე სერბი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, სერბი სპეციალისტი მძიმე ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

„ატლეტიკოს“ გარდა, ანტიჩს უმუშავია „სარაგოსაში“, „რეალში“, „ოვიედოში“, „ბარსელონაში“, „სელტაში“, სერბეთის ნაკრებში, აგრეთვე ჩინურ კლუბებში. კარიერა მან 2015 წლის ზაფხულში დაასრულა.

დატოვე კომენტარი