გარდაიცვალა გასული საუკუნის 70-80-იანი წლების გამორჩეული კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი #1TVSPORT
გარდაიცვალა გასული საუკუნის 70-80-იანი წლების გამორჩეული კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი #1TVSPORT

ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი დაკარგა. გარდაიცვალა გამოჩენილი ვეტერანი კალათბურთელი, 70-80-იან წლებში თბილისის „დინამოსა“ და „ბურევესტნიკის“ წევრი გივი ბიჭიაშვილი.

ელეგანტური სათამაშო სტილითა და დახვეწილი თვისებებით გამორჩეული გივი ბიჭიაშვილი წლების მანძილზე თბილისური საკალათბურთო პუბლიკის ფავორიტი გახლდათ. მისი თამაშის შემყურე ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა კალათბურთზე სათამაშოდ თუ არა, საყურებლად სიარული. სპორტის სასახლე სავსე იყო, როცა თბილისის „დინამო“ თამაშობდა და მეტოქეებისა თუ პუბლიკის დიდი ყურადღება გივი ბიჭიაშვილისკენ იყო მიმართული.

იგი აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე საკალათბურთო პროცესებში. ის არ ტოვებდა სუპერლიგის მატჩებს, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისა და სადისციპლინო კომისიის წევრი.