განმეორებითი რეფერენდუმის შემთხვევაში, ბრიტანელების უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას მისცემდა ხმას
განმეორებითი რეფერენდუმის შემთხვევაში, ბრიტანელების უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას მისცემდა ხმას

ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი განმეორებითი რეფერენდუმის შემთხვევაში, ხმას ევროკავშირში დარჩენას მისცემდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოკითხულთა 52 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენას, 48 პროცენტს კი კვლავინდებურად სურს ბლოკიდან გასვლა.

გამოკითხვა 21 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში  ბრექსითზე რეფერენდუმის განმეორებით ჩატარების შესახებ მიმდინარეობს კამპანია, თუმცა პრემიერ- მინისტრი ტერეზა მეი განმეორებით რეფერენდუმს გამორიცხავს.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.