განელი თავდამსხმელი დინამოში
განელი თავდამსხმელი დინამოში

თბილისის „დინამოს“ ღირსებას კვამე კარიკარი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვრდი ავრცელებს.

27 წლის განელ ფორვარდს კარიერის პირველი ოთხი წელი შვედურ „აიკში“ აქვს გატარებული. ამ გუნდთან ერთად უეფას ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც მოსკოველ არმიელებისა და „ეინდჰოვენის“ კარის აღება შეძლო.

შვედეთის გარდა, კვამე კარიკარს ასევე უთამაშია თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი აზერბაიჯანში, ბაქოს „ნეფთჩიში“ გამოდიოდა.

თბილისელთა ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან ხელშეკრულება ოფციონის წესით გააფორმა – განელი თავდამსხმელის ხელშეკრულება 1+1 წელზეა გათვლილი.

თბილისის „დინამო“ თავდამსხმელის წარდგენას უახლოეს დღეებში, ანდორიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს.