განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი მე-19 ნომერია
განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი მე-19 ნომერია

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას არ უთამაშია ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან ერთი საფეხურით მაღლა აიწია და მე-19 ჩოგანი გახდა, რაც მისი კარიერის რეკორდია. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც არგენტინელმა დიეგო შვარცმანმა რიო-დე-ჟანეიროს ტურნირის პირველივე წრეში წააგო და მე-19 ადგილიდან 25-მდე ჩამოქვეითდა.

ბასილაშვილი გამოსვლას დღეს დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე იწყებს. მისი შეხვედრა რუს კარენ ხაჩანოვთან სტარტსთბილისის დროით 16 საათზე აიღებს. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია – 2:2.