განახლება კონტრაქტში - გოგა ბითაძე „ინდიანაში“ კიდევ სამ სეზონს გაატარებს
განახლება კონტრაქტში - გოგა ბითაძე „ინდიანაში“ კიდევ სამ სეზონს გაატარებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე „ინდიანაში“ 2024 წლამდე დარჩება – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

21 წლის ქართველი ცენტრი „ინდიანა პეისერსმა“ 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. გაფორმდა 2+2 ტიპის კონტრაქტი, რომლის მიხედვით საწყისი ორი სეზონი გარანტირებული იყო, ხოლო მომდევნო ორ წელს დარჩებოდა თუ არა გუნდში, მოგვიანებით უნდა გარკვეულიყო.

„ინდიანას“ ამის გასარკვევად დრო 2020 წლის 29 დეკემბრამდე ჰქონდა. გაარკვია – კონტრაქტი განაახლა და ბითაძე „პეისერსში“ კიდევ სამ სეზონს გაატარებს. 2021-22 წლების სეზონში ის 3.1 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო მომდევნო წელს – 5.79 მილიონს.

მიმდინარე სეზონში  მისი ხელფასი 2.96 მილიონია. დეკემბერში ბითაძე ერთ საგამოფენო მატჩში გამოჩნდა, თუმცა ვარჯიშისას კოჭის ტრავმა მიიღო და სეზონის საწყის მატჩებში „ინდიანას“ ვერ დაეთანხმება. ამერიკელი ექიმები მას ორ კვირაში კიდევ შეამოწმებენ და გაარკვევენ, როდის შეეძლება მოედანზე დაბრუნება.