განაცხადში ქართველებიდან მხოლოდ დაუშვილია - პლეი ოფის მატჩზე „აპოელს“ ქვილითაია და მწვრთნელი ვერ დაეხმარებიან #1TVSPORT
განაცხადში ქართველებიდან მხოლოდ დაუშვილია - პლეი ოფის მატჩზე „აპოელს“ ქვილითაია და მწვრთნელი ვერ დაეხმარებიან #1TVSPORT

15 აგვისტოს დილით „აპოელი“ შვედეთში გაემგზავრება, სადაც 2 დღის შემდეგ კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს „იუგრარდენთან“ გამართავს.

რაც შეეხება შემადგენლობას, ის იგივე დარჩა, როგორც ევროთასების წინა ორ მატჩში – „აპოელის“ მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტისმაიურგარდენთან“ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

არც „ა“ და არც „ბ“ სიაში გიორგი ქვილითაია არ მოხვდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის. მწვრთნელის სიაში მხოლოდ მურთაზ დაუშვილია. ლაშა დვალი კი ჯერ საევროპო განაცხადში ვერ შეიყვანეს.

სოფრონის ავგუსტისმა შემადგენლობა კი დაასახელა, მაგრამ გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, თავად გუნდთან ერთად შვედეთში თამაშზე ვერ გაემგზავრება – გუნდის მწვრთნელი კვიპროსიში ინფექციის გამო დარჩება.