გამოუყენებელი პენალტი და მომენტები - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად დამარცხდა – 0:1.
პირველ შეხვედრაში, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართა, ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლია – 6:2. ამჯერად შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, 65-ე წუთზე თავი დიმიტარ დანევმა გამოიჩინა.
გაშვებული გოლიდან სამ წუთში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც ლექსო ფეიქრიშვილმა ვერ გამოიყენა. ანგარიშის გათანაბრება მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი გოგსაძეს ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარემ, ლუპჩე დეკოვმა შესანიშნავად ითამაშა.
ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი:
15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი
2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 15-28 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება.