გამოქვეყნდა ლა ლიგის კალენდარი – შეხვედრები ყოველდღე გაიმართება

12:47, 29.05.2020

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგას ორშაბათობით და პარასკევობით შეხვედრების გამართვის უფლება მისცა.

ესპანეთის ჩემპიონატში მინიმუმ 32 დღის განმავლობაში მატჩები ყოველდღე ჩატარდება, იტყობინება გამოცემა „მარკა“. სეზონი ანდალუსიური დერბით განახლდება: „სევილია“ თანაქალაქელ „ბეტისს“ 11 ივნისს შეხვდება. წყაროს ცნობით, ბოლო ორი ტურის მატჩები 15 და 19 ივლისს ერთდროულად გაიმართება. ასევე ცნობილია, რომ დაპირისპირებები 19.30 საათზე ადრე არ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო ესპანეთში ფეხბურთის თამაში ორ თვეზე მეტია შეჩერებულია.

მსგავსი