გამოქვეყნდა ლა ლიგის ახალი კალენდარი - „ელ კლასიკო“ ოქტომბერსა და აპრილში გაიმართება #1TVSPORT
გამოქვეყნდა ლა ლიგის ახალი კალენდარი - „ელ კლასიკო“ ოქტომბერსა და აპრილში გაიმართება #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგამ 2022-23 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. პირველი ტური 12-13 აგვისტოს, უქმეებზე გაიმართება.

„ელ კლასიკო“ „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის მე-11 (2023 წლის 28-29 ოქტომბერი) და 32-ე (2024 წლის 20-21 აპრილი) ტურებში შედგება.

ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის განრიგი:

ხეტაფე-ბარსელონა

ბილბაო-რეალი

ატლეტიკო-გრანადა

ალმერია-ვალეკანო

სელტა-ოსასუნა

სევილია-ვალენსია

ლას პალმასი-მალიორკა

ვილიარეალი-ბეტისი

სოსიედადი-ჟირონა

კადისი-ალავესი