გამოქვეყნდა ფეხბურთელთა რეიტინგი, რომლებმაც კარიერა ერთ კლუბში გაატარეს #1TVSPORT
ტელეკომპანია BBC-მ გამოაქვეყნა ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშის რეიტინგი, რომლებსაც კარიერა ერთ კლუბში აქვთ გატარებული.
პირველ ადგილზე გავიდა ფრანჩესკო ტოტი (რომა), მეორეზე – პაოლო მალდინი (მილანი), მესამეზე – რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი).
ტოპათეულში ასევე მოხვდნენ: ტონი ადამსი (არსენალი), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), ჯეიმი კარაგერი (ლივერპული), მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი), ჯუზეპე ბერგომი (ინტერი), ლევ იაშინი (დინამო მოსკოვი) და ინიაკი უილიამსი (ბილბაო).