გამოკითხვის შედეგად, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა
გამოკითხვის შედეგად, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ინგლისის პრემიერლიგა არსებობს, კლუბის საუკეთესო მოთამაშე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იყო.

„იუნაიტედის“ ფანებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით, რონალდუმ ხმების 24 პროცენტი მიიღო. 21 პროცენტი ერგო რაიან გიგზს, 17 პროცენტით მესამეზე გავიდა – პოლ სქოულზი.

კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003-09 წლებში გამოდიოდა და 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ინგლისში თამაშისას მოიგო – პრემიერლიგის სამი ტიტული, ინგლისის თასი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.