გამოკითხვებით, პოლონეთში დონალდ ტუსკის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის

15:08, 14.11.2018

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, პოლონეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდასი.

გამოკითხვა კომპანია IBRiS-ის მიერ 13 ნოემბრის შემდეგ ტარდებოდა. გამოკითხულთა 47,7 % დონალდ ტუსკს ენდობა, ანჟეი დუდას კი, 45,8%.

გამოკითხვაში მესამე ადგილს პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი იკავებს 42 % – ით.

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის არ ენდობა.

მსგავსი