გამოიცანი ვინ არის - ბათუმის „დინამომ“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მიანიშნა #1TVSPORT
გამოიცანი ვინ არის - ბათუმის „დინამომ“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მიანიშნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ გამოაქვეყნა სურათი კითხვით – „Guess who? გამოიცანი ვინ არის“ და მასზე გამოსახულია ხვიჩა კვარაცხელიას კონტური – ეს ცნობილი ფოტოა, სადაც საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა.

ფაქტობრივად, ამით საქართველოს ჩემპიონმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ყაზანის „რუბინიდან“ წამოსული ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, რადგან ამ სურათზე მის მაისურაზე გუნდის ლოგოა გამოსახული. გავრცელებული ცნობებით, ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთისთვის ფიფა-ს დაწესებული სანქციით ისარგებლა და „რუბინი“ დატოვა.

ამას გარდა, ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ბათუმურ გუნდში ზურიკო დავითაშილის ჩარიცხვაზე, რომელიც ტულის „არსენალიდან“ წამოვიდა.