სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საინტერესო ორთაბრძოლა დაანონსდა. კერძოდ, დადგინდა WBA-ის, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ენტონი ჯოშუასა და უკრაინელი ალექსანდრ უსიკის ბრძოლის თარიღი. ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა თავის „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ბრძოლა 25 სექტემბერს გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის ჩატარების ადგილი. სავარაუდოდ, ის შედგება ლონდონში „ტოტენჰემის“ საფეხბურთო სტადიონზე.
ალექსანდრ უსიკი WBO-ის ვერსიით ჩემპიონობის აუცილებელი პრეტენდენტია.