გამოცხადდა „გოლდენ ბოის“ პრემიის ნომინანტთა ფინალური სია
გამოცხადდა „გოლდენ ბოის“ პრემიის ნომინანტთა ფინალური სია

უეფამ შეადგინა იმ ფეხბურთელების საბოლოო სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ „გოლდენ ბოის“ (Golden Boy) პრემიაზე. პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

ნომინანტთა სიაში მოხვდნენ: მიტჩელ ბაკერი (პარი სენ-ჟერმენი), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დევიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჯინიო დესტი (ბარსელონა), ფაბიო სილვა (ვულვერჰემპტონი), ანსუ ფატი (ბარსელონა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), როდრიგო (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), სანდრო ტონალი (მილანი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი).

„გოლდენ ბოის“ ჯილდოს მფლობელი შეიძლება გახდეს ფეხბურთელი, რომლის ასაკი არ აღემატება 21 წელს და ის უნდა თამაშობდეს ევროპული ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში. გამარჯვებული ვლინდება წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტთა ხმის მიცემის შედეგად.