გამოცხადდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ფუენტემ გამოაცხადა შემადგენლობა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის.
მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), დევიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი);
მცველები – დანი კარვახალი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი, ინგლისი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), დინ ჰუისენი (რეალი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დანი ვივიანი (ბილბაო), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია);
ნახევარმცველები – მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – არსენალი, ინგლისი), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), პედრი, გავი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო (ყველა – ბარსელონა);
თავდამსხმელები – ალვარო მორატა, ხესუს როდრიგესი (ორივე – კომო, იტალია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ლამინ იამალი, ფერან ტორესი (ორივე – ბარსელონა),ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი),
ესპანეთს 4 და 7 სექტემბერს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები ელოდება ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ.