გამოცხადდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მიიღო გამოძახება ესპანეთის ნაკრებში ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის. სამაგიეროდ, სიაშია „ბარსელონას“ ექვსი ფეხბურთელი.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ფუენტემ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახა ეროვნულ გუნდში „ბეტისის“ ნახევარმცველი ისკო.
მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), დევიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი);
მცველები – პედრო პორო (ტოტენჰემი, ინგლისი), ოსკარ მინგესა (სელტა), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰუისენი (ბორნმუთი, ინგლისი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი), დანი ვივიანი (ბილბაო)
ნახევარმცველები – მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), მიკელ მერინო (არსენალი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილირეალი), გავი (ბარსელონა), ისკო (ბეტისი), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა);
თავდამსხმელები – ალვარო მორატა (გალათასარაი, თურქეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა), დანი ოლმო (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), სამუ ომოროდიონი (პორტუ, პორტუგალია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)
ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთი 5 ივნისს შტუტგარტში საფრანგეთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია და გერმანია ითამაშებენ.