გამოცხადდა „ელ-კლასიკოს“ ზუსტი თარიღი #1TVSPORT
გამოცხადდა „ელ-კლასიკოს“ ზუსტი თარიღი #1TVSPORT

ლა ლიგას პრესსამსახურმა საკუთარ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის სეზონის მეორე „ელ-კლასიკოს“ თარიღი.

ესპანური გრანდების მორიგი დაპირისპირება ლა ლიგას 30-ე ტურის რანგში გაიმართება. მატჩი ჩატარდება 10 აპრილს, მადრიდში და ის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა „კამპ ნოუზე“ „რეალმა“ 3:1 მოიგო, ბოლო 10 მატჩში კი კატალონელებმა ოთხჯერ გაიმარჯვეს, მადრიდელებმა – სამჯერ.

პრიმერას 27 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ 59 ქულით მეორე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ლიდერ „ატლეტიკოს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „რეალს“ 57 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.