გამოცემა The Athletic-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ათი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ათი ფავორიტი დაასახელა.
სიის სათავეში ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი ჰარი კეინია. 32 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ეგიდით 40 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.
სამეულში არიან მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე და „ბარსელონას“ ესპანელი შემტევი ლამინ იამალი.
„ოქროს ბურთის“ მოგების 10 ფავორიტი The Athletic-ის მიხედვით:
1. ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი)
2. კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
3. ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
4. დეკლან რაისი („არსენალი“, ინგლისი)
5. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
6. მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, საფრანგეთი)
7. პედრი („ბარსელონა“, ესპანეთი)
8. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
9. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია)
10. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“, ბრაზილია)