გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის განახლებულ განაცხადში როდრის შეიყვანს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის დაწყებამდე განახლებულ განაცხადში „ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულს, როდრისაც შეიყვანს, – ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
როდრიმ სექტემბერში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და როგორც ელოდებიან, სარეაბილიტაციო პროცესი სეზონის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გადამწყვეტ მომენტში გუნდის დახმარებას მოახერხებს.
„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 22-ე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ ან მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება, წილისყრა 31 იანვარსაა დაგეგმილი.
უეფა მთავარი საკლუბო ტურნირის განახლებამდე კლუბებს განაცხადში მაქსიმუმ სამი ახალი ფეხბურთელის დამატების უფლებას მისცემს, ცვლილებები 2025 წლის 6 თებერვლამდე უნდა განხორციელდეს.