გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ - ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებული მამარდაშვილი ნამდვილი აღმოჩენაა #1TVSPORT
გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ - ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებული მამარდაშვილი ნამდვილი აღმოჩენაა #1TVSPORT

პოპულარული გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ მიმომხილველმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმოხილვაში დიდი დრო რუსეთის ნაკრების ფლანგის შემტევს, დენის ჩერიშევს მიუძღვნა, მაგრამ ობიექტურობა გამოავლინა და საქართველოს ნაკრების კანდიდატზე, გიორგი მამარდაშვილზე საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.

ჩერიშევმა „ლა ლიგის“ სტარტზე გამარჯვების პენალტი მოიპოვა, ხოლო „ვალენსიას“ კარში ქართველი მეკარე გამოირჩეოდა.

„თუ გულშემატკივრებმა კარგად იციან ჩერიშევის შესაძლებლობები, 20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ნამდვილი აღმოჩენაა – ყოველ შემთხვევაში, ესპანეთისთვის. რუსეთში ახალგაზრდა და ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებული მეკარე მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრებს შარშან თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპალიგის ცუდი თბილისური მოგონებიდან ემახსოვრებათ. მაშინ მას პენალტიდან მხოლოდ კომლიჩენკომ გაუტანა. ახლა „ვალენსიაში“ პირველი ოფიციალური მატჩი მამარდაშვილმა უგოლოდ ჩაატარა და რამდენიმე საოცარი ნახტომი გააკეთა. ყველაზე მაგარი იყო ფინალურ სასტვენამდე წუთით ადრე ეპიზოდი, როდესაც ასხლეტილი ბურთი ძელიდან მოხსნა“, – წერს გამოცემა.

სპორტ-ექსპრესის“ მიმომხილველი ქართველის პერსპექტივასაც შეეხო:

„დაშავებულ ნიდერლანდელ სილესენს და მის გამოცდილ შემცვლელ დომენეკს სანერვიულო გაუჩნდათ. როდესაც ისინი გამოჯანმრთელდებიან, შესაძლოა, კარში ადგილი დაკავებული დახვდეთ“.