გამოცემა „რეპუბლიკა“ - სავარაუდოდ, კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT
გამოცემა „რეპუბლიკა“ - სავარაუდოდ, კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, გამოტოვოს არა მხოლოდ „ემპოლისთან“ მატჩი, არამედ შაბათს „სტადიო მარადონაზე“ „უდინეზესთან“ გასამართი დაპირისპირებაც – ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ გაზეთი Repubblica წერს.

„კვარაცხელიამ შესაძლოა გამოტოვოს არა მხოლოდ „ემპოლისთან“ მატჩი, არამედ მატჩი „უდინეზესთანაც“, რომელიც შაბათს „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება. მას წელის ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს და საჭიროა ზრუნვა, რომ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საფრთხე მაინც არ შეექმნას. დამატებითი სიახლეები მხოლოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მაგრამ ამ დროისთვის საეჭვოა, რომ კვარაცხელიამ 2022 წლის ბოლო მატჩი ჩაატაროს“, – წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა წელის მწვავე ტკივილის გამო,  „ატალანტასთან“ და „ემპოლისთან“ მატჩები გამოტოვა.