გამოცემა „რელევოს“ ინფორმაციით, 2025/2026 წლის სეზონიდან ხაბი ალონსო მადრიდის „რეალს“ გაწვრთნის #1TVSPORT

14:53, 29.04.2025
20 September 2023, North Rhine-Westphalia, Leverkusen: Soccer: Europa League, Bayer Leverkusen - BK Häcken. Leverkusen coach Xabi Alonso speaks during a press conference. Photo: Marius Becker/dpa (Photo by Marius Becker/picture alliance via Getty Images)

ხაბი ალონსო 2025/2026 წლის სეზონიდან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, – ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „რელევო“ ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ კარლო ანჩელოტი ივნისში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის „რეალს“ დროებითი მთავარი მწვრთნელი – სანტიაგო სოლარი გაუძღვება. საკლუბო მუნდიალი 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში ჩატარდება.

„რელევოს“ ცნობით, ხაბი ალონსოს სურს, ივლისიდან გუნდს სრული მოსამზადებელი პერიოდი გაატაროს, ფეხბურთელები უკეთ გაიცნოს და ახალ სეზონს მომზადებული შეხვდეს.

43 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერს“ წვრთნის. მასთან ერთად გერმანულმა გუნდმა გასულ სეზონში ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მოიგო, ხოლო ევროპის ლიგის ფინალში „ატალანტასთან“ წააგო. მიმდინარე სეზონში „ბაიერი“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა.

ხაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ ფეხბურთელის რანგშიც ირიცხებოდა. ის გუნდის წევრი 2009-2014 წლებში იყო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მსგავსი