გამოცემა „რელევო“ - უეფა საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს ლეგიონერების დიდი რაოდენობის გამო დასჯის #1TVSPORT
გამოცემა „რელევო“ - უეფა საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს ლეგიონერების დიდი რაოდენობის გამო დასჯის #1TVSPORT

უეფა საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს ლეგიონერების დიდი რაოდენობის გამო დასჯის – ამ სკანდალურ ინფორმაციას გამოცემა „რელევო“ ავრცელებს.

უეფა-მ საქართველოსა და სომხეთს ბრაზილიელი ფეხბურთელების ნატურალიზაციისთვის სანქციები დაუწესა – პორტუგალია და ფინეთი გმობენ ლეგიონერების თამაშს, ხოლო ევროპული ორგანო ხედავს დარღვევებს ორივე გუნდის შემადგენლობაში.

„რელოვომ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ უეფას დისციპლინური ორგანო საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს ბოლო მატჩებში წაგებას ჩაუთვლის (0:5). მიზეზი პორტუგალიისა და ფინეთის ფედერაციების მიერ უეფაში შეტანილი საჩივრებია – მათი მტკიცებით, ეს გუნდები ნატურალიზირებულ მოთამაშეებს ფიფა-ს წესდების დარღვევით ათამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა და ფინეთის ნაკრებმა საქართველოსა (4-2) და სომხეთთან (2-3) მატჩები მოიგეს. თუმცა, ორივე ფედერაცია დათანხმდა უეფა-ში ერთობლივი საჩივრის შეტანას, რომელიც მოითხოვდა ორივე გუნდში ნატურალიზირებული მოთამაშეების გამოყენების შეწყვეტას. ორ მატჩში, რომელიც საჩივარს მოჰყვა, მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ქართული პასპორტით რვა ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოიყენა. იმავდროულად, რუბენ ნაზარეტიანს ჰყავდა შვიდი ბრაზილიელი და ორი ნატურალიზებული რუსი.

აქამდე ფიფა-ს და უეფა-საც განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ევროპულ გუნდებში მოთამაშეების ნატურალიზაციასთან დაკავშირებით (ძირითადად ბრაზილიაში დაბადებულები). იყო დაპირისპირება ბრაზილიელი ფეხბურთელების ნატურალიზაციასთან დაკავშირებით, მაგალითად, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის (და თუნდაც ირანის) ნაკრებებში. თუმცა, ჯერჯერობით ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა დაეგმო ეს მასობრივი ნატურალიზაცია, რაც ზოგიერთ ქვეყანაში სუსტი კანონმდებლობის შედეგია, განსაკუთრებით ევრაზიის ქვეყნებში, რომლებსაც ბინადრობის ნებართვაც კი არ სჭირდებათ და შეუძლიათ კულტურული თუ სპორტული ინტერესების მოტივით პასპორტის გაცემა.

ბრაზილიელი ფეხბურთელები ყოველგვარი კავშირის გარეშე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებში გამოძახეს, რომლებსაც ადრე არც კი უთამაშიათ ამ ქვეყნების გუნდებში. აშკარა ნატურალიზაციის ბოლო ორი შემთხვევა ეხებოდა ჩიმბას, რუსული „იუგრას“ მოთამაშეს.

ამ ტიპის ნატურალიზაცია თითქმის ნორმად იქცა, როგორც ევროპული ფუტსალის დონის ამაღლების გზა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშის ერთგულების მიღმა მათი ახალი ქვეყნების მიმართ არის ფინანსური გარიგებები ფედერაციებთან პრემიების სახით. ბოლო წლებში საქართველომ ესპანეთის პირველი დივიზიონის ვარსკვლავებით მიიპყრო ყურადღება. ამგვარად, მათ რიგებში შაგინია, უილიამ და ბრუნო გომესი (მალორკა პალმა ფუტსალი), ბინიო (ვალდეპენასი) და რეალის ბეტისის ყოფილი მოთამაშე ფერნანდო დრასლერი თამაშობენ სხვა მოთამაშეებთან ერთად, როგორიცაა საიორი (რომელიც თამაშობდა ჯიმბი კარტახენაში), რონინიო და თალესი.

უეფა-ს დისციპლინური დადგენილება აჩერებს სომხეთისა და საქართველოს გეგმებს, რომლიც, სხვათა შორის, ხვალ ფინეთს დაუპირისპირდება – ამ დროისთვის თამაშის უფლებას ყველა ნატურალიზებულ მოთამაშეს უნარჩუნდება. უეფა-ს გადაწყვეტილება სამაგალითო ღონისძიებაა შეჯიბრებებში  მრავალი წლის გაუგებარობის აღმოსაფხვრელად“, – წერს „რელევო“.